loader

მილანი-ბარსელონა 2:0 - იტალიელებმა ლიონელ მესი გაანეიტრალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მილანი-ბარსელონა 2:0 - იტალიელებმა ლიონელ მესი გაანეიტრალეს

"მილანი"-"ბარსელონა" საფეხბურთო კლასიკაა. ესეც რომ არა, დამაინტრიგებელ ფონს ისიც შექმნიდა, რომ კატალონიელები მიმდინარე სეზონში არნახულად კარგად თამაშობენ და გუნდურ თუ ინდივიდუალურ რეკორდებს ერთმანეთის მიყოლებით ამხობენ.

იტალიელებს 90 წუთის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ ყველა ის ზონა, სადაც კი ბურთი შესაძლებელი იყო, წასულიყო. უჩვეულოდ ინერტული იყო ლიონელ მესი. არგენტინელმა გოლი კი არა, მთელი თამაში კარში დარტყმაც კი ვერ მოახერხა.

არაფრად ვარგოდა ჩავიც. ვეტერანმა უზომოდ არიგა არაზუსტი პასები.

ვიქტორ ვალდესის კარი მასპინძლებმა ორჯერ აიღეს და ორჯერვე ეს განელმა ფეხბურთელებმა გააკეთეს.

არც იმის აღუნიშნაობა ივარგებს, რომ პირველი გოლის მომენტში შოტლანდიელი არბიტრი კრეიგ ტომსონი შეცდა, როცა მასპინძელზე ხელით თამაში არ დააფიქსირა. მეორე შემთხვევაში კი "მილანმა" ულამაზესი კომბინაცია მოქსოვა და ისე დააშამათა მრისხანე მეტოქე.