loader

Harlem Shake "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელების შესრულებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Harlem Shake "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელების შესრულებით

Harlem Shake ახალი ვირუსული ვიდეოა, რომელსაც ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავს და ყველა, ვისაც არ ეზარება, ცეკვის საკუთარ ვერსიას იღებს.

ინგლისის პრემიერლიგის კლუბმა "მანჩესტერ სიტიმ" Harlem Shake-ის საკუთარი ვერსია გადაიღო.

ვიდეორგოლის გადაღებაში კლუბის თანამშრობლებთან ერთად მონაწილეობა ედინ ჯეკომ, ჯო ჰარტმა, ჯეიმს მილნერმა, ჯოლეონ ლესკოტმა, მიკა რიჩარდსმა, სკოტ სინკლერმა და ალექსანდრ კოლაროვმა მიიღეს.

Harlem Shake 1981 წელს ნიუ იორკში, ჰარლემის რაიონში შექმნილი ცეკვაა, რომელიც საკმაოდ უცნაური მოძრაობებით ხასიათდება. მუსიკის ახალი ვერსია 22 წლის DJ Baarue-ს რემიქსია, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა.

www.sportall.ge