loader

ვალერი ლიპარტელიანი - 23 წლის ფალავნის ცხოვრება ტატამზე და მის მიღმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვალერი ლიპარტელიანი - 23 წლის ფალავნის ცხოვრება ტატამზე და მის მიღმა

23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა სპორტში წარმატება დიდი შრომისა და მუშაობის შედეგად მოიპოვა. ერთი კვირის წინ ვალერი (ვარლამ) ლიპარტელიანი საქვეყნოდ ცნობილი ტურნირის, პარიზის "დიდი პრიზის" (Grand Slam) გამარჯვებული გახდა.

ვალერიმ სპორტული კარიერა 10 წლისამ დაიწყო. როგორც თავად იხსენებს, ბავშვობაში ძალიან ზარმაცი იყო და ძიუდოთი სერიოზულად მხოლოდ 15 წლის ასაკში დაინტერესდა.

ძიუდოისტმა სულ ცოტა ხნის წინ იქორწინა და მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ახლა სავსე ტრიბუნებიდან, უამრავ მხარდამჭერთან ერთად, მას მეუღლე, გიული ჭკუასელიც უგულშემატკივრებს.

ქართველმა ფალავანმა 25 თებერვალს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართულ "დიდი პრიზის" ტურნირში საქართველოს კიდევ ერთი ოქროს მედალი მოუტანა.