loader

ფეხბურთელობიდან მეღვინეობამდე - ანდრეა პირლო ახალი ამპლუით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფეხბურთელობიდან მეღვინეობამდე - ანდრეა პირლო ახალი ამპლუით

იტალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ ქვეყნიერებას თავისი აქამდე უცნობი ჰობის - მეღვინეობის შესახებ ამცნო.

ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი თავის გატაცებაზე საუბრობს. "თქვენ ჩემ შესახებ ბევრი იცით, თუმცა ერთი ფაქტი უცნობია - ყველაფერთან ერთად, მე მეღვინეც ვარ. ჯერ კიდევ ბავშვობაში, მშობლებთან ერთად ხშირად ვსტუმრობდი ბებიის სახლს. ამ სოფელს კოლერი ჰქვია და ბრეშიის სიახლოვესაა. სწორედ იქ მდებარეობს ჩვენი ვენახი", - ამბობს მსოფლიო ჩემპიონ.

მეღვინეობა პირლოსთვის არამხოლოდ გატაცება, ახლა უკვე ბიზნესიცაა. პირლოს ვენახებში ოთხ - თეთრ, ვარდისფერ და ორი სახის წითელ ღვინოს ამზადებენ. ფეხბურთელი სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, მთლიანად მეღვინეობაში
აპირებს გადაერთოს.

www.sportall.ge