loader

კანადელი მოციგურავის შთამბეჭდავი გამოსვლა და ახალი მსოფლიო რეკორდი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კანადელი მოციგურავის შთამბეჭდავი გამოსვლა და ახალი მსოფლიო რეკორდი

ლონდონში მიმდინარე ფიგურული სრიალის მსოფლიო ჩემპიონატზე კანადელმა მოციგურავე პატრიკ ჩანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 22 წლის მოციგურავემ რახმანინოვის ნაწარმოებზე შესრულებული მოკლე პროგრამით იაპონელი მოციგურავის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. სპორტსმენმა ყველა ელემენტს საუკეთესოდ გაართვა თავი და ჯამში რეკორდული, 98.7 ქულა დაიმსახურა. მეორე ადგილი ყაზახმა დენის ტენიმ დაიკავა, ხოლო მესამეზე კანადელი კევინ რეინოლდსი გავიდა. 15 მარტს მამაკაცები უკვე თავისუფალი პროგრამით წარსდგებიან.