loader

დავით მარსაგიშვილი ფინალშია - რუსი მეტოქის პროვოკაცია და ინციდენტი ევროპის ჩემპიონატზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით მარსაგიშვილი ფინალშია - რუსი მეტოქის პროვოკაცია და ინციდენტი ევროპის ჩემპიონატზე

22 მარტს დავით მარსაგიშვილმა (84) თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე რუს ანზორ ურიშევს დამაჯერებლად სძლია ნახევარფინალში. თუმცა ორთაბრძოლას ინციდენტი მოჰყვა - რუსი ფალავნის წაგებით განაწყენებულმა ქომაგებმა ლეიბზე ბოთლი ისროლეს, რომელიც ქართველ ფალავანთან ახლოს დაეცა.

მსაჯებისკენ რუსთა მთავარმა მწვრთნელმა მაგომედ ჰუსეინოვმაც გაიწია, რასაც ადგილობრივი ქომაგის მძაფრი რეაქცია მოჰყვა და ცოტა დააკლდა, კინაღამ არენაზე შეიჭრნენ. დაცვამ და მასპინძლებმა ქომაგების დამშვიდება შეძლეს.

ინციდენტიც ამით ამოიწურა, თუმცა ეს დღის ყველაზე ხმაურიანი შეხვედრა გამოდგა.

4:2 - ასე მოიგო მარსაგიშვილმა და ფინალში გავიდა, სადაც საღამოს სომეხ მუსა მურტაზალიევს შეხვდება.


იხილეთ სრულად: www.sportall.ge