loader

თურქმა მეკარემ მოედანზე შევარდნილი გულშემატკივარი უმოწყალოდ სცემა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქმა მეკარემ მოედანზე შევარდნილი გულშემატკივარი უმოწყალოდ სცემა

ინციდენტი მოხდა თურქეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩში, რომელშიც შოთა არველაძის გაწვრთნილი "ქასიმფაშა" "ბურსასფორს" ეთამაშებოდა.

მოედანზე შევარდნილი გულშემატკივარი "ბურსასფორის" მეკარეს თავს დაესხა, მაგრამ პასუხად რაც მიიღო, მტერს არ ვუსურვებთ - ჰარუნ თეკინის მუშტებს ფანი სამართალდამცველებმა კიდევ დროულად გამოარიდეს, თორემ ალბათ მოკლავდა საბრალოს...

მსაჯის მიერ დამატებული დრო მიმდინარეობდა. "ბურსასფორი" ანგარიშით 0:2-ით უშანსოდ მარცხდებოდა და რა გასაკვირია, ჰარუნ თეკინს ბოღმა ახრჩობდა.

ჰოდა, სწორედ მაშინ შემოვარდა განრისხებული გულშემატკივარი მოედანზე და მეკარეს მივარდა. გოლკიპერმა კი მთელი მატჩის გამო შური მასზე იძია.

ასევე იხილეთ:

მოედანზე შეჭრილმა ფანმა მეკარე ერთი დარტყმით დააგდო

მეკარემ სტადიონზე გამოვარდნილი ფანი ცემა

www.sportall.ge