loader

გულისამაჩუყებელი ისტორია სიმსივნით დაავადებულ ბიჭზე, რომელიც ფეხბურთის ვარსკვლავი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გულისამაჩუყებელი ისტორია სიმსივნით დაავადებულ ბიჭზე, რომელიც ფეხბურთის ვარსკვლავი გახდა

ამერიკული ფეხბურთის საგაზაფხულო მატჩი ESPN-ის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. ჯეკ ჰოფმანის მიერ დადებულმა "თაჩდაუნმა" სპორტის ქომაგებსა და ფეხბურთით არც ისე დაინტერესებულებში ერთნაირი ემოცია გამოიწვია.

7 წლის ჯეკ ჰოფმანი, რომელიც თავის ტვინის სიმსივნითაა დაავადებული, ამერიკული ფეხბურთის ახალი ვარსკვლავი გახდა. ბიჭუნას 2011 წელს დაუდგინეს მძიმე სენი და მას შემდეგ რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს. ამჟამად მას ქიმიოთერაპიის კურსი უტარდება.

პატარა ჯეკს ძალიან უყვარს ამერიკული ფეხბურთი და "ნებრასკას" გუნდს გულშემატკივრობს. მისი ყველაზე დიდი სურვილი საყვარელი გუნდის მოთამაშე რექს ბარკჰედთან ერთად სურათის გადაღება იყო. ჯეკის მამამ რექსს დაურეკა და ამ სურვილის შესრულება სთხოვა. ამის შემდეგ რექსი და ჯეკი დამეგობრდნენ. "არ მინდოდა, ეს ერთჯერადი ყოფილიყო; მინდა, რომ მის გვერდით ვიყო ამ რთულ მომენტში", - აცხადებს ბარკჰედი.

2011 წლიდან მოყოლებული, ბარკჰედი ჯეკის ცხოვრების ნაწილი გახდა - მუდმივად ინტერესდებოდა ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ხშირად ნახულობდა კიდეც. მათი მეგობრობის ამბავი "ნებრასკას" საფეხბურთო გუნდისთვისაც გახდა ცნობილი...

შაბათს, 6 აპრილს გამართული საფინალო მატჩის დროს მოედანზე 22-ნომრიანი მაისურით ახალი მოთამაშე გამოჩნდა. ეს 7 წლის ჯეკი იყო, რომელიც თამაშში პროფესიონალივით ჩაერთო და 63-მეტრიანი გარბენის შემდეგ "თაჩდაუნიც" გააკეთა. გახარებულმა მოთამაშეებმა ბავშვი ხელში აიტაცეს. 60 ათასი მაყურებელი ამაღელვებელ მომენტს ხანგრძლივი ოვაციებით შეხვდა.

ასევე იხილეთ:

ვირტუოზი ბიჭუნა, რომელსაც ტერფები არ აქვს, "ბარსელონაში" მიიწვიეს

უსინათლო ბიჭმა "ბარსელონას" ფეხბურთელები შეხებით ამოიცნო