loader

ქუთაისის "ტორპედოს" მცველი გიორგი ონიანი მატჩის დროს მძიმედ დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისის "ტორპედოს" მცველი გიორგი ონიანი მატჩის დროს მძიმედ დაშავდა

10 აპრილს, ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გამართულ საქართველოს თასის მეოთხედფინალურ მატჩში, რომელშიც ერთმანეთს ბოლნისის "სიონი" და ქუთაისის "ტორპედო" ხვდებოდნენ, ონიანმა მძიმე ტრავმა მიიღო.

მატჩის დამატებულ მე-4 წუთზე ქუთაისელთა ცენტრალურმა მცველმა ბოლომდე იბრძოლა, ბურთი კუთხურზე რომ არ გადასულიყო და მოედნიდან ორიოდე მეტრის მოშორებით რკინის ბოძს შეეჯახა.

ექიმებმა ონიანს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სასწრაფოდ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - კისრის მე-4 და მე-5 მალების მოტეხილობა. საბედნიეროდ, დაზიანებული არ აღმოჩნდა ზურგის ტვინი.

გიორგის ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩაუტარეს და ყველაზე დიდი საფრთხე, რომ ონიანი ვეღარ ითამაშებდა, გამოირიცხა.

www.sportall.ge