loader

ინგლისის პრემიერლიგამ გოლის დადგენის ავტომატური სისტემა Hawk-Eye მოიწონა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინგლისის პრემიერლიგამ გოლის დადგენის ავტომატური სისტემა Hawk-Eye მოიწონა

ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენლებმა ტექნოლოგია Hawk-Eye-ს ("ქორის თვალი") დანერგვას დაუჭირეს მხარი, რომელიც ფეხბურთში კარის აღების ავტომატურად დადგენისთვისაა განკუთვნილი.

გოლის ფიქსაციის სისტემა პრემიერლიგის კლუბების ოცივე სტადიონზე მომავალი სეზონიდან გამოჩნდება. ამრიგად, ინგლისის ჩემპიონატი ტოპ-ლიგებიდან პირველია, სადაც გოლის დადგენის ავტომატური სისტემა დამტკიცდა.

სავარაუდოდ, კარების უკან მაღალსიჩქარიანი კამერები დაყენდება, რომლებიც ბურთს გააკონტროლებს. იმ შემთხვევაში, თუ ბურთი კარის ხაზს გადაკვეთს, კამერები უმალ კადრის 3D-სურათს შექმნის. შესაბამის სიგნალს მიიღებს რეფერი.


www.sportall.ge