loader

"დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა "ზუგდიდის" ფეხბურთელს ჩაარტყა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა "ზუგდიდის" ფეხბურთელს ჩაარტყა

19 აპრილს სქართველოს ჩემპიონატის 28-ე ტურის შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს "ზუგდიდი" და თბილისის "დინამო" დაუპირისპირდნენ, ინციდენტი მოხდა.

დინამოელთა ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ მასპინძელთა მცველს ნიკოლოზ აფაქიძეს ხელი სახეში ჩაარტყა, რასაც არბიტრის მხრიდან არანაირი ქმედება არ მოჰყოლია. ამის შემდეგ მოედანზე მცირე შეხლა-შემოხლა დაიწყო, თუმცა ვითარება მალევე ჩაწყნარდა.

"დინამომ" "ზუგდიდი" სტუმრად ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მე-60 წუთზე გოლი გიორგი გველესიანმა გაიტანა, ხოლო 90-ე წუთზე ლევან ხმალაძე გამოირჩა.

www.sportall.ge