loader

ფეხბურთელმა მსაჯს სისხლი ადინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფეხბურთელმა მსაჯს სისხლი ადინა

ინდონეზიელმა ფეხბურთელმა პიტერ რუმეროპენმა სუპერლიგის თამაშში მსაჯს პენალტის დანიშვნის გამო ისე ძლიერად ჩაარტყა, რომ ცხვირი გაუტეხა.

თამაშის დასრულებამდე ცხრა წუთით ადრე მსაჯმა მუჰაიმინმა რუმეროპენის გუნდის კარში პენალტი დანიშნა. განრისხებული ფეხბურთელი მსაჯს მიეჭრა და ძლიერად ჩაარტყა სახეში. მუჰაიმინს სისხლდენა საავადმყოფოში გადაყვანამდე ვერ შეუჩერეს, სადაც მას სახეზე ხუთი ნაკერი დაადეს.

მატჩი 15 წუთით შეჩერდა, მსაჯის შემცვლელმა კი მოძალადე სპორტსმენს წითელი ბარათი უჩვენა. თუმცა ეს სასჯელი არაფერია იმ განაჩენთან შედარებით, რაც ინდონეზიის ფეხბურთის ფედერაციამ გამოუტანა რუმეროპენს - მას სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯა.