loader

პირველად ხუთი წლის შემდეგ - თბილისის "დინამო" საქართველოს ჩემპიონია! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველად ხუთი წლის შემდეგ - თბილისის "დინამო" საქართველოს ჩემპიონია!

4 მაისს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, სადაც 2012/13 წლების სეზონის ჩემპიონის ვინაობა გაირკვა.

თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 გაიმარჯვა. დუშან უჰრინის გუნდი, რომელმაც XXIV ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 72 ქულას მოუყარა თავი, სატურნირო ცხრილში მეორეადგილოსანი გორის "დილასთვის" (65 ქულა) მიუწვდომელი გახდა.

შედეგად, ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ თბილისის "დინამო" კვლავ საქართველოს ჩემპიონია! ეროვნული პირველობის ისტორიაში ეს "დინამოს" მე-14 ტიტულია.

"დინამო არენაზე" შაბათს გამართულ "ქართულ კლასიკოში" დინამოელებმა ქუთაისის "ტორპედოს" შანსი არ დაუტოვეს - 16-ე წუთზე ჯაბა დვალმა გახსნა ანგარიში, 38-ზე კი მიკელ ალვარო გამოირჩა. დვალმა დუბლი მეორე ტაიმში, 79-ე წუთზე გაიფორმა და მატჩის ბედიც პრაქტიკულად გადაწყვიტა, თუმცა საბოლოო ანგარიში 87-ე წუთზე პეტერ გრაიციარმა დააფიქსირა.

www.sportall.ge