loader

ფრენკ ლამპარდმა თავისი რეკორდი გარდაცვლილ დედას მიუძღვნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფრენკ ლამპარდმა თავისი რეკორდი გარდაცვლილ დედას მიუძღვნა

ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ფრენკ ლემპარდი გატანილი გოლების მიხედვით კლუბის რეკორდსმენი გახდა.

11 მაისს, ინგლისის პრემიერლიგაში გამართულ შეხვედრაში, სადაც "ლურჯები" "ასტონ ვილას" დაუპირისპირდნენ, 34 წლის ფეხბურთელმა დუბლი გაიფორმა. მეორე გოლი ამ გუნდის მაისურით მისთვის 203-ე იყო.

"ჩელსის" ნახევარმცველმა საკუთარი მიღწევის შესახებ კომენტარი გააკეთა: "რამდენიმე წლის წინ დედა დამეღუპა. ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და თაყვანისცმემელი იყო, ამიტომ ეს რეკორდი მას მივუძღვენი. ბობი ტემბლინგი შესანიშნავი ადამიანია. სასიამოვნო იყო მისი რეკორდის გამეორება, თუმცა, არ მინდოდა მისდამი პატივისცემის გამო გადაჭარბებულად მეზეიმა. როცა მეორე გოლი გავიტანე და რეკორდი გავაუმჯობესე, ძალიან გახარებული ვიყავი. მადლიერი ვარ ყველა ჩემი თანაგუნდელის, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მეხმარებოდნენ".

www.sportall.ge