loader

ქართველ მკლავჭიდელ გოგონას რუსულ საიტზე თვალებდაჭყეტილი გიჟი უწოდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველ მკლავჭიდელ გოგონას რუსულ საიტზე თვალებდაჭყეტილი გიჟი უწოდეს

რუსულ საიტზე ქართველი მკლავჭიდელი გოგონას მიმართ არასპორტული და არაეთიკური საქციელი ჩაიდინეს: მას საშინლად დასცინეს. რუსულმა ინტერნეტპორტალმა rosbalt.ru-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მათი მტკიცებით, გადაღებულია ქალთა შორის მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ქართველი სპორტსმენი გოგონა უკრაინელთან დამარცხდა. რუსი მიმომხილველის თქმით, ბრძოლის დროს ის ისე "აჭყეტდა თვალებს, რომ მაყურებელმა მის შეურაცხადობაში ეჭვი შეიტანა. თავად ვიდეოს ავტორმა კი მისგან ეშმაკების განდევნა მოითხოვა. სხვა დამკვირვებლები ფსიქიატრის დახმარების შეთავაზებით შემოიფარგლნენ”, - ნათქვამია რუსული საიტის ვიდეოს აღწერილობაში.

rosbalt.ru

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე