loader

"მილანის" ვარსკვლავები კალაძის გაცილების მატჩზე ქართულად გეპატიჟებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მილანის" ვარსკვლავები კალაძის გაცილების მატჩზე ქართულად გეპატიჟებიან

31 მაისს "დინამო არენაზე" კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი შედგება. მატჩის პირობითი სახელწოდება - "მილანი"-"კალაძის მეგობრების" წინააღმდეგ იქნება. "მილანის" გუნდში ფეხბურთის ვარსკვლავები - პაოლო მალდინი, ალესანდრო კოსტაკურტა, ანდრეი შევჩენკო, კრისტიან ვიერი, ფილიპო ინძაგი ითამაშებენ. გუნდის მწვრთნელი კი, კარლო ანჩელოტი იქნება.

კახი კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩზე ბილეთები 22 მაისიდან გაიყიდება, ღირებულება კი 5-დან 10 ლარამდე იქნება. მატჩი 31 მაისს 20.30 საათზე დაიწყება.

უკვე გავრცელდა ოფიციალური ვიდეო-მოსაწვევი, რომელშიც იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავები პაოლო მალდინი, ფილიპო ინძაგი და მასიმო ამბროზინი ქართულ ენაზე საუბრობენ და ქომაგს მატჩზე ეპატიჟებიან.