loader

დევიდ ბექჰემი ფეხბურთს დაემშვიდობა - საოცრად ემოციური ვიდეო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დევიდ ბექჰემი ფეხბურთს დაემშვიდობა - საოცრად ემოციური ვიდეო

შაბათს დევიდ ბექჰემმა "პარი სენ-ჟერმენის" შემადგენლობაში და საკუთარ კარიერაში ბოლო მატჩი ითამაშა. "ბრესტთან" შეხვედრაში, რომელიც "პარი სენ-ჟერმენმა" 3:1 მოიგო, ბექჰემი კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა და მინდორი 81-ე წუთზე გულშემატკივართა ოვაციის ფონზე დატოვა.

"სიმართლე გითხრათ, მატჩის დამთავრებამდე უკვე 20 წუთით ადრე მიჭირდა თამაშზე კონცენტრირება და ფეხზე ძლივს ვიდექი მოძალებული ემოციის გამო. ეს ღამე ძალიან დიდხანს მემახსოვრება, მადლობა მოთამაშეებს და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის,"- განაცხადა საკუთარ ბოლო მატჩზე დევიდ ბექჰემმა, რომელმაც მინდვრიდან გასვლისას ცრემლი ვერ შეიკავა. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი და შოუბიზნესის ცნობილი სახე თანაგუნდელებს და საფეხბურთო კარიერას ემოციურად დაემშვიდობა.

საკუთარი კარიერის განმავლობაში ბექჰემი თამაშობდა ისეთ მსოფლიო გრანდებში, როგორებიცაა: "მანჩესტერ-იუნაიტედი", "რეალი", "მილანი" და "პარი სენ-ჟერმენი".

მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე