loader

მალდინი, ინძაგი, ძამბროტა და სხვები - "მილანის" შემადგენლობა კალაძის გაცილების მატჩზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მალდინი, ინძაგი, ძამბროტა და სხვები - "მილანის" შემადგენლობა კალაძის გაცილების მატჩზე

კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩისთვის იტალიის "მილანის" შემადგენლობა უკვე ცნობილია. როგორც მატჩის ორგანიზატორმა დავით მუჯირმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, "მილანის" შემადგენლობაში ითამაშებენ: ვალერიო ფიორი, სებასტიანო როსი, როკე ჟუნიორი, პაოლო მალდინი, ჯანლუკა ძამბროტა, იაპ სტამი, მასიმო ოდო, დარიო შიმიჩი, რუი კოშტა, მატიე ფლამინი, იბრაჰიმ ბა, კრისტიან ვიერი, ანდრეი შევჩენკო, ფილიპო ინძაგი.

მისივე განცხადებით, მატჩისთვის შეიძლება ჩამოვიდეს კაკაც. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, გამოიძახებენ თუ არა მას ბრაზილიის ნაკრებში. რაც შეეხება სამუელ ეტო'ოს, იგი მზად იყო, მატჩში მიეღო მონაწილეობა, თუმცა კლუბში თამაშის გამო ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

რაც შეეხება კალაძის მეგობრების გუნდს, იგი სრულად ჯერ არ არის დაკომპლექტებული, თუმცა ცნობილია, რომ კალაძის მეგობრების გუნდში ითამაშებს ფაბიო კანავარო.

"გუნდი იქნება ინტერნაციონალური და მასში, ქართველი ფეხბურთელების გარდა, სხვა ეროვნების ფეხბურთელებიც ითამაშებენ. "მილანის" მწვრთნელები იქნებიან კარლო ანჩელოტი და ჩეზარე მალდინი. რაც შეეხება კალაძის გუნდს, ალექსანდრე ჩივაძე და ფათიჰ თერიმი უხელმძღვანელებენ", - აღნიშნა მუჯირმა.

ასევე იხილეთ: "მილანის" ვარსკვლავები კალაძის გაცილების მატჩზე ქართულად გეპატიჟებიან

იხილეთ ინგლისური ვერსია