loader

"ჩელსის" პატარა ფეხბურთელის გოლი და ფანების ხანგრძლივი აპლოდისმენტები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩელსის" პატარა ფეხბურთელის გოლი და ფანების ხანგრძლივი აპლოდისმენტები

პატარა ჯოში "ჩელსის" გოლკიპერის, როს ტარნბელის შვილია. ვიდეო, რომელმაც არნახული პოპულარობა მოიპოვა ფეხბურთის მოყვარულებში და ზოგიერთ საიტზე "კვირის საუკეთესო გოლის" ტიტულით შეფასდა, ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურის თამაშების დროსაა გადაღებული. "ევერტონთან" მატჩის დასრულების შემდეგ 3 წლის ბიჭუნამ გადაწყვიტა, მამის "ჩრდილიდან" გამოსულიყო და თავად მიექცია ხალხის ყურადღება. ჯოშმა ბურთი კარისკენ ჩუმად "გააპარა" და "კვირის ყველაზე ლამაზი გოლის" გატანა შეძლო. გზადაგზა სტადიონზე შეკრებილი კლუბის ფანები პატარას ამხნევებდნენ და გატანილი გოლი ხანგრძლივი აპლოდისმენტებით აღნიშნეს.