loader

მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა თასს მეხუთედ დაეუფლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა თასს მეხუთედ დაეუფლა

მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა თასს მეხუთედ დაეუფლა და ძალიან ახლოსაა სეზონის ჰეთთრიკის შესრულებასთან. ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის "ბაიერნმა" დორტმუნდის "ბორუსიასთან" დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.
ანგარიში მე-60 წუთზე გაიხსნა: რიბერიმ საჯარიმოში რობენი მოძებნა, რომელმაც დიდებული პასით მარიო მანჯუკიჩს გაატანინა.

"დორტმუნდმა" ძალიან მალე გაათანაბრა: დანტემ მარკო როისთან იუხეშა და პენალტი ილქაი გიუნდოგანმა გაიტანა -1:1.
გამარჯვების გოლი "ბაიერნის" ორმა გარემარბმა შექმნა, რიბერის პასით რობენმა მეკარეც მოატყუა და გაიტანა - 1:2.


www.sportall.ge