loader

ქართველმა კარატისტებმა აშშ-ში ევროპის და მსოფლიო ჩემპიონების ტიტულები მოიპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველმა კარატისტებმა აშშ-ში ევროპის და მსოფლიო ჩემპიონების ტიტულები მოიპოვეს

ქართველმა კარატისტებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ ყოველწლიურ ჩემპიონატ Open America-ში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონების ტიტულები მოიპოვეს.

ამერიკულ ცენტრ "ლანგეითში" სკაიპ-კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის მწვრთნელმა დავით ჯაფარიძემ და წლევანდელმა ტიტულოსანმა გიორგი მაჩაბელმა მიიღეს.

"ლანგეითში" გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი დავით პატარიძე და სხვა წარმატებული სპორტსმენები. კახა ბასილიამ "ლანგეითს" მემორანდუმის ფარგლებში 1- წლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის საპატიო სიგელები გადასცა.