loader

ვიქტორ სანიკიძე იტალიის ჩემპიონია! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიქტორ სანიკიძე იტალიის ჩემპიონია!

ვიქტორ სანიკიძე იტალიის ჩემპიონია! ეს გახლავთ მისი პირველი ჩემპიონობა - აქამდე უთამაშია ფრანგულ "დიჟონში", ესპანურ "ესტუდიანტესში", ესტონურ "ტარტუ როკში", იტალიურ "ვირტუსში", თუმცა ამ გუნდებთან ქვეყნის ჩემპიონობა ვერ მოიპოვა.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში "მონტეპასკიში" გადავიდა და ჯერ იტალიის თასი მოიგო, 19 ივნისს კი სკუდეტო აღმართა.

ვიქტორმა ღირსეულად დააგვირგვინა გიორგი შერმადინის მიერ მაისში დაწყებული ქართველთა ოქროს საქმე: შერმადინმა ევროლიგა მოიგო, გიორგი ცინცაძემ - უკრაინის ჩემპიონატი, მანუჩარ მარკოიშვილმა - თურქეთის პირველობა...

"მონტეპასკიმ" იტალიის პირველობის ფინალურ სერიაში 4:1 დაამარცხა "რომა", ბოლო შეხვედრა რომში 79:63 მოუგო.

სიენელთა ბომბარდირი ამერიკელი ბობი ბრაუნი გახდა (18 ქულა). მწვრთნელი არ ენდო ვიქტორ სანიკიძეს, რომელმაც 4 წუთში 2-2 ქულა-მოხსნა მოაგროვა.

www.sportall.ge


იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე