loader

ბრაზილია-იტალია 4:2 - სამხრეთამერიკელთა 30-წლიანი სერია გრძელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრაზილია-იტალია 4:2 - სამხრეთამერიკელთა 30-წლიანი სერია გრძელდება

22 ივნისს კონფედერაციათა თასზე მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ლუიშ ფელიპე სკოლარის შეგირდებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს.

შეხვედრაში ანგარიში 45-ე წუთზე დანტემ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის დაწყებიდან 6 წუთში ჯაკერინიმ გათანაბრება შეძლო.
55-ე წუთზე ბრაზილია წინ ნეიმარის გოლმა გაიყვანა, ხოლო 66-ზე ფრედმა თავისი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა - 3:1.

"სკუადრა აძურამ" გაიბრძოლა და 71-ე წუთზე კიელინის გატანილი გოლით სხვაობის შემცირებაც შეძლო, თუმცა, მეტი ვეღარ შეძლო. მატჩის საბოლოო ანგარიში ბრაზილიელებმა ფრედის მეორე გოლით, 89-ე წუთზე დააფიქსირეს - 4:2.

აღსანიშნავია, რომ იტალიას უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბრაზილიისთვის არ მოუგია. ბოლოჯერ "სკუადრა აძურამ" ეს 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე შეძლო. მას შემდეგ მეტოქეები ერთმანეთს ექვსჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც ოთხჯერ სამხრეთამერიკელებმა იმარჯვეს, ორი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

www.sportall.ge