loader

ბრაზილია-ესპანეთი 3:0 - სამხრეთამერიკელებმა მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრაზილია-ესპანეთი 3:0 - სამხრეთამერიკელებმა მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხეს

ბრაზილიაში, "მარაკანას" სტადიონზე 2013 წლის კონფედერაციათა თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მასპინძელთა ნაკრები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ესპანეთს დაუპირისპირდა.

პენტაკამპიონებმა მრისხანე მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. როგორც ჩანს, ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებმა იტალიასთან გადატანილი მძიმე ნახევარფინალის შემდეგ ძალების აღდგენა ვერ მოასწრეს.

მატჩის შემდეგ კონფედერაციათა თასზე ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელები დაჯილდოვდნენ. "ოქროს ბუცის" მფლობელი ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი გახდა, "ვერცხლის ბუცი" ბრაზილიელ ფრედს მიაკუთვნეს, "ბრინჯაოსი" კი - მის თანამემამულე ნეიმარს.


იხილეთ სრულად sportall.ge-ზე