loader

ქართველმა ჩოგბურთელმა 18 წლის შემდეგ პირველად WTA-ის ტურნირი მოიგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველმა ჩოგბურთელმა 18 წლის შემდეგ პირველად WTA-ის ტურნირი მოიგო

აზერბაიჯანის დედაქალაქში 28 ივლისს დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი "ბაქოს თასი" (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი), რომლის დირექტორი ლეილა მესხი გახლდათ.

შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელიც წყვილებში უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან შეამხანაგებული მე-2 ნომრად იყო განთესილი.

ქართულ-უკრაინულმა დუეტმა კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზაზე ჩამოიშორა ალექსანდრა კადანტუ (რუმინეთი) და ინეს ფერერ სუარესი (ესპანეთი) - 6:1, 6:2, თამარ ჭალაგანიძისა და ნაზრინ ჯაფაროვას (აზერბაჯანი) მძლეველი ილონა კრემენისა (ბელარუსი) და მარინა მელნიკოვას (რუსეთი) დუეტი - 6:4, 7:5, ანა ტატიშვილისა და ვესნა დოლონჩის (სერბეთი) დამმარცხებელი ჩეხი დების - კაროლინა და კრისტინა პლისკოვების ტანდემი - 6:1, 6:4, გადამწყვეტ პაექრობაში კი ელენი დანილიდუსა (საბერძნეთი) და ალექსანდრა კრუნიჩს (სერბეთი) სამ სეტში აჯობა - 4:6, 7:6, 10:4. გამარჯვებულები ლეილა მესხმა დააჯილდოვა.

"ბაქოს თასზე" მიღწეული წარმატებისთვის წყვილთა რეიტინგში 1360 ქულით 66-ე ადგილზე მყოფი თბილისელი ჩოგბურთელი 280 ქულას შეიმატებს და საგრძნობლად დაწინაურდება.

www.sportall.ge