loader

ფრენა ჩიტივით - ფრანგი ექსტრემალების გიჟური საჰაერო ტრიუკები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფრენა ჩიტივით - ფრანგი ექსტრემალების გიჟური საჰაერო ტრიუკები

ადამიანი უძველესი დროიდან ოცნებობდა ფრენაზე. ამისთვის მან მრავალფეროვანი საფრენი აპარატები შექმნა... მაგრამ ეს სამი ფრანგი ექსტრემალი ყოველგვარი საფრენი აპარატის და პარაშუტის გარეშე, მხოლოდ საგანგებო კოსტიუმებით დაფრინავს. ფრედერიკ ფუგენი, ჟან-ფილიპ ტეფო და ვენსან რეფე უკვე ცხრა წელია ამ საქმიანობით არიან დაკავებული და ამ ხნის განმავლობაში თავიანთი გიჟური საჰაერო ტრიუკებისთვის შესაფერისი ადგილების ძებნაში მთელი მსოფლიო შემოიარეს. ფრენის მათი მეთოდი ძალიან განსხვავდება პარაშუტით გადმოხტომისგან - მათი კოსტიუმი არ იშლება, არამედ დაცემის სიჩქარეს ანელებს. შესაძლოა, ეს ერთადერთი მეთოდია მსოფლიოში, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ადამიანის ოცნებასთან - ჩიტივით ფრენასთან.