loader

ქართველმა პოლიციელმა-ძიუდოისტებმა 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველმა პოლიციელმა-ძიუდოისტებმა 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

"მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე" ქართველმა პოლიციელმა-ძიუდოისტებმა 2 წონით კატეგორიაში 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. +100 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ზვიად ჩინჩალაძე გახდა, რომელიც ფინალში ყაზახ სპორტსმენს შეხვდა. დაძაბულ ორთაბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა შეძლო მოწინააღმდეგის დამარცხება და პირველი ოქროს მედალიც მოიპოვა.

იმავე დღეს ქართველმა სპორტსმენმა უშანგი კუზანაშვილმა კი ვერცხლის მედალი 66 კგ წონით კატეგორიაში აიღო. იგი ფინალში შვეიცარიელ ძიუდოისტს შეხვდა და მეორე ადგილზე გავიდა.

ოლიმპიადაში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით პოლიციელი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობს. წელს, პირველად, ოლიმპიადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 თანამშრომელი სპორტის 7 სახეობაში მონაწილეობს.

ქართველი სპორტსმენები იმედოვნებენ, რომ მოპოვებულ 1 ოქროსა და 2 ვერცხლს სხვა მედლებსაც შემატებენ. ოლიმპიადა ჩრდოლოეთ ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში 1 აგვისტოს დაიწყო 12 აგვისტოს დასრულდება.