loader

ქართველი სპორტსმენი პოლიციელები ოლიმპიადიდან 17 მედლით დაბრუნდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი სპორტსმენი პოლიციელები ოლიმპიადიდან 17 მედლით დაბრუნდნენ

ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში გამართულ "მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკრებმა წელს პირველად იასპარეზა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში 12 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადაში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით პოლიციელი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობდა. ქართული დელეგაცია ოლიმპიადაზე 16 სპორტსმენით წარსდგა. ქართველი პოლიციელები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სპორტის 7 სახეობაში: ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაში, ძალოსნობაში, მკლავჭიდში, კრივში, სროლაში, ცურვაში ასპარეზობდნენ.

ოქროსმედალოსნები: ედუარდ იმერლიშვილი - კრივი, ზვიად ჩინჩალაძე - ძიუდო, ნოდარ მჭედლიშვილი - ძიუდო, ზაზა გულაშვილი - ძიუდო, გიორგი ბოლოთაშვილი - ძიუდო, იოსებ ხუციშვილი - თავისუფალი ჭიდაობა, თენგიზ ედილაშვილი - მკლავჭიდი (2 მედალი), ვლადიმერ კობახიძე - მკლავჭიდი (2 მედალი), ლევან საგინაშვილი - მკლავჭიდი (2 მედალი);

ვერცხლისმედალოსნები: გიორგი ბერძენიშვილი - ცურვა (კროლი), უშანგი კუზანაშვილი - ძიუდო, ვასილ მინდორაშვილი - ძალოსნობა;

ბრინჯაოსმედალოსნები: ავთო მამალაძე - ძალოსნობა, გელა გელაშვილი - მკლავჭიდი.