loader

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ყაზახეთთან დამარცხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ყაზახეთთან დამარცხდა

14 აგვისტოს ასტანაში ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

შეხვედრის პირველ ნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას თემურ ქეცბაიას ფეხბურთელები ფლობდნენ, ერთადერთი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს. მე-17 წუთზე ნუკრი რევიშვილის კარი სერგეი ხიჟნიჩენკომ შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით დალაშქრა.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრები ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

www.sportall.ge