loader

ნეიმარის 18 წლის შეყვარებულის სექსუალური ცეკვა ბრაზილიურ შოუში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნეიმარის 18 წლის შეყვარებულის სექსუალური ცეკვა ბრაზილიურ შოუში

ბრუნა მარკეზინი ბრაზილიური სერიალების ამომავალი ვარსკვლავია. 18 წლის მსახიობი და მოდელი რამდენიმე თვეა, "ბარსელონას" ბრაზილიელ ფეხბურთელს, 21 წლის ნეიმარს ხვდება. ბრუნა ამჟამად ბრაზილიელი ტელემაყურებლის წინაშე ახალი ამპლუით წარსდგა: ლამაზმანი "ვარსკვლავებთან ცეკვის" ბრაზილიურ ანალოგში იღებს მონაწილეობას და მაყურებელს არა მარტო არაჩვეულებრივი გარეგნობით, არამედ ქორეოგრაფიული მონაცემებითაც აოცებს. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ შოუზე ბრუნამ პარტნიორთან ერთად ვნებიანი ცეკვა შეასრულა.

ბრაზილიური ფეხბურთის ახალგაზრდა ვარსკვლავი "ბარსელონამ" ახლახან შეიძინა 57 მლნ ევროდ. ნეიმარის პომპეზური პრეზენტაცია "ნოუ კამპზე" 3 ივნისს შედგა.