loader

რუსი სპორტსმენი ქალების კოცნა გამარჯვების კვარცხლბეკზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსი სპორტსმენი ქალების კოცნა გამარჯვების კვარცხლბეკზე

რუსი სპორტსმენების, ქსენია რიჟოვასა და იულია გუშჩინას გეი-კოცნამ ქვეყანაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც რუსეთში გაიმართა, ქალთა შორის 400 მეტრზე გარბენში რუსეთის ნაკრებმა ამერიკულ შემადგენლობას სძლია. მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე, გამარჯვების კვარცხლბეკზე მდგარმა რუსმა ათლეტებმა ოქროს მედალი ტუჩებში კოცნით აღნიშნეს.

მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ ათლეტებმა ასე გამოხატეს პროტესტი ანტი-გეი კანონის მიღების გამო. რადგან მითქმა-მოთქმა არ წყდებოდა, სპორტსმენები იძულებულნი გახდნენ, საგანგებო განცხადება გაევრცელებინათ. "8 წლის მანძილზე ჩვენ ოქროს მედალი არ მიგვიღია. ვერაფრით აღვწერ იმ შეგრძნებას, რაც დაგვეუფლა, როცა გავაანალიზეთ, რომ ჩვენ ეს შევძელით. ამ უზარმაზარი ემოციის დროს ნამდვილად არ გვიფიქრია იმაზე, ვინ როგორ ვაკოცეთ ერთმანეთს. ვის ფანტაზიაში მომწიფდა ასეთი სისულელე?" - განაცხადა რიჟოვამ ჟურნალისტებთან.