loader

ფეხბურთელმა მსაჯს სახეში წიხლი ამოარტყა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფეხბურთელმა მსაჯს სახეში წიხლი ამოარტყა

პარაგვაის იუნიორთა ჩემპიონატის ერთი რიგითი შეხვედრა ვადაზე ადრე შეწყდა. მიზეზი ფეხბურთელების მიერ მთავარი მსაჯის ჯერ სიტყვიერი, მერე კი ფიზიკური შეურაცხყოფა გახდა.

არბიტრმა მასპინძელ ფეხბურთელს მეტოქის წინააღმდეგ უხეშობისთვის წითელი ბარათი უჩვენა. გაძევებულის გაბრაზებულმა თანაგუნდელებმა მსაჯს შეაგინეს. პასუხად მსაჯმა ორივეს წითელი ბარათები უჩვენა. ამის შემდეგ კი სიტუაცია უკონტროლო გახდა.

მსაჯი დასჯილი გუნდის მოთამაშეთა გარემოცვაში აღმოჩნდა. ერთ-ერთი კი მას რინგის მეთოდით გაუსწორდა და მაღალ ნახტომში სახეში წიხლი უთავაზა.

მოედანზე მომენტალურად გამოჩნდა ხელჯოხებით შეიარაღებული პოლიცია, რომელმაც დაზარალებული კიდევ უფრო მძიმე დაზიანებებს გადაარჩინა.

www.sportall.ge