loader

საქართველო-საფრანგეთის მატჩის საუკეთესო მომენტები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველო-საფრანგეთის მატჩის საუკეთესო მომენტები

6 სექტემბერს, მუნდიალის შესარჩევ მატჩში, "დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა. შედარებით უინტერესო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ყველაზე ახლოს გოლთან ქარიმ ბენზემა იყო, მაგრამ მისი დარტყმული გიორგი ლორიამ მოიგერია და შემდეგ მცველმა კუთხურზე გადააგდო. მეტოქე ბურთს უკეთ ფლობდა, მაგრამ აშკარა საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა.

მეორე ტაიმშიც იმავე სცენარით განვითარდა მოვლენები, თუმცა შანსი საქართველოს ნაკრებსაც შეექმნა, 49-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილის ხელმეორე დარტყმის შემდეგ საფრანგეთი ძელმა იხსნა.

მატჩის ბოლოსკენ სტუმართა უპირატესობა აშკარა გახდა, თუმცა გიორგი ლორიამ ჯერ ოლივიე ჟირუს დარტყმა მოიგერია, შემდეგ - ბაქარი სანიასი.
ფრანგებმა მიზანს ვერც დამატებულ ხუთ წუთში მიაღწიეს და ორი ქულა დაკარგეს - 0:0.

იხილეთ sportall.ge-ზე

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე