loader

"არამარტო ფრანგებს, ბევრ ქართველსაც ეგონა, საფრანგეთი ადვილად მოგვიგებდა" - თემურ ქეცბაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არამარტო ფრანგებს, ბევრ ქართველსაც ეგონა, საფრანგეთი ადვილად მოგვიგებდა" - თემურ ქეცბაია

საქართველოს ნაკრები ყველაფერს გააკეთებს, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვას და უმძიმეს ქვეჯგუფში მესამე ადგილი დაიკავოს, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს ფინეთთან მოსაგებად იბრძოლებს. ქეცბაიას განმარტებით, ხვალ გუნდი შემტევ ფეხბურთზე იქნება ორიენტირებული. გარდა ამისა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საფრანგეთთან საქართველოს ნაკრების თამაშზეც ისაუბრა. მისი თქმით, ყველას ეგონა, მათ შორის, ქართველებსაც, რომ საფრანგეთი საქართველოს დაამარცხებდა, თუმცა ასე არ მოხდა.

საქართველოს ნაკრებს ორი ყვითელი ბარათის გამო ხვალ მეკარე გიორგი ლორია დააკლდება. მატჩი 10 სექტემბერს "დინამო არენაზე", 21.00 საათზე დაიწყება.

იხილეთ: საქართველო-საფრანგეთის მატჩის საუკეთესო მომენტები

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე