loader

საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა

10 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში სტუმრებმა გამარჯვების გოლი 74-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანით გაიტანეს. პენალტიდან გატანილი ერემენკოს გოლის შემდეგ ერთ წუთში მსაჯმა მოედნიდან საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გააძევა...

მიუხედავად დიდი სურვილისა, კაცნაკლული გუნდით მასპინძლებმა დარჩენილ დროში ხეირიანი ვერაფერი შექმნეს.

აღსანიშნავი კი ისაა, რომ მსაჯმა სტუმართა სასარგებლოდ გოლი არ ჩათვალა - ბურთი, მას შემდეგ, რაც ხარიხას მოხვდა, აშკარად ნუკრი რევიშვილის კარის ხაზს შიგნით დაეცა.

ამ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები, რომელსაც 5 ქულა აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს, ბოლო მატჩს სტუმრად ესპანეთთან გამართავს.

www.sportall.ge

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე