loader

ანა ჩაკვეტაძემ სპორტული კარიერა დაასრულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანა ჩაკვეტაძემ სპორტული კარიერა დაასრულა

მსოფლიოს ყოფილმა მეხუთე ჩოგანმა, რუსმა ანა ჩაკვეტაძემ პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

"საკუთარ თავს ვეღარ ვხედავ პროფესიულ ჩოგბურთში. ამიტომაც მზად ვარ გამოვაცხადო: ჩემი კარიერა დასრულებულია. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა, ოდნავ ვაწვალე საკუთარი თავი, მაგრამ ახლა საბოლოოდ გონს მოვეგე. მივხვდი, რომ უკან დაბრუნება შეუძლებელია. ზურგის ქრონიკული ტრავმა მაქვს. ასე რომ, გაჩერება და ახალი ცხოვრების დაწყება გადავწყვიტე", - ამბობს 26 წლის ჩაკვეტაძე.

რუს ჩოგბურთელს კარიერაში WTA-ს რვა ტურნირი აქვს მოგებული, "დიდი სლემის" ჩემპიონატებში კი საუკეთესო შედეგი 2007 წელს ჰქონდა, როცა აშშ-ის ღიას ნახევარფინალში გავიდა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე