loader

უსინათლო მოჭიდავის ისტორია - გმირი სპორტსმენი ახალი ზელანდიიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უსინათლო მოჭიდავის ისტორია - გმირი სპორტსმენი ახალი ზელანდიიდან

16-22 სექტემბერს ბუდაპეშტში მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. მასში ახალზელანდიელი უსინათლო ფალავანი - კლინტონ დევისი მონაწილეობს. დევისმა 18 სექტემბერს იჭიდავა. სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრაში დამარცხდა გვინე-ბისაუელ კინტანა ინტიპესთან, თუმცა წაგებაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მისი ტურნირში მონაწილეობაა. ის ნამდვილი გმირია...

დევისი 2 წლის იყო, როცა მის ორგანიზმში საბედისწერო ალერგია გამოიწვია წამალმა პენიცილინმა. ბავშვმა მხედველობა სრულად დაკარგა, ექიმების ყველა მცდელობა კი ამაო გამოდგა...

დევისების ოჯახი ბედს შეურიგდა, თუმცა პატარა კლინტონი ყველანაირად ცდილობდა საზოგადოებაში ადაპტაციას და აღწევდა კიდეც მიზანს. ამაში განსაკუთრებით ის ნაბიჯი დაეხმარა, რომელიც უფროსი ძმის დახმარებით გადადგა - 14 წლისა იყო, როცა მოჭიდავე ძმამ დარბაზში წაიყვანა სავარჯიშოდ, რომელიც იმ დღიდან მისი მეორე სახლი გახდა...

კლინტონ დევისი ზელანდიის პატარა ქალაქ ფეზერსტონში ცხოვრობს, სადაც დღეს ბავშვებსაც ავარჯიშებს. ის ორივე საჭიდაო სტილში გამოდის, თუმცა უფრო ბერძნულ-რომაულისკენ იხრება და წარმატებებიც ამ სტილის ჭიდაობაში მოიპოვა, 74 კილოგრამში.

იხილეთ სრულად sportall.ge