loader

"ასტონ ვილას" თავდამსხმელს მოედანზე შორტი ჩახადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასტონ ვილას" თავდამსხმელს მოედანზე შორტი ჩახადეს

"ასტონ ვილას" თავდამსხმელ ნიკლას ჰელენიუსს ინგლისის ლიგის თასზე (Capital One Cup) "ტოტენჰემთან" გამართული მატჩის დროს, მოედანზე ცუდი ამბავი დაემართა.

ბირმინგემში, 24 სექტემბერს ჩატარებულ შეხვედრაში ანდრე ვილაშ ბოაშის შეგირდებმა მასპინძლები გაანადგურეს - 4:0 და ლიგის თასის მეოთხე რაუნდში გავიდნენ, მაგრამ ამ თამაშში დასამახსოვრებელი სხვაც იყო.

"ასტონ ვილას" თავდამსხმელი ნიკლას ჰელინიუსი შეტევით იყო გართული, როცა მისთვის ხელის შეშლა "ტოტენჰემის" მცველმა იან ვერტონგენმა სცადა.

ამ გაწამაწიაში იანმა ნიკლასს ტრუსზე დაქაჩა და... შორტებჩახდილმა ფეხბურთელმა კარში დარტყმა მაინც მოახერხა, თუმცა გატანა ვერ შეძლო.