loader

"მოტო მანიის" მფრინავი ბაიკერები - გიჟური ტრიუკები "დინამო არენაზე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოტო მანიის" მფრინავი ბაიკერები - გიჟური ტრიუკები "დინამო არენაზე"

მოტოციკლეტის და ექსტრიმის მოყვარულები 2 ოქტომბერს "დინამო არენაზე", ყველაზე გრანდიოზული მოტოშოუს "მოტო მანიას" სანახავად შეიკრიბნენ. შოუში მონაწილეობა შვიდმა სპორტსმენმა მიიღო. "მოტო მანია" საქართველოს ექსტრემალური სპორტის ფედერაციის წარმომადგენლებმა გახსნეს. დამწყებმა ქართველმა რაიდერებმა მაყურებელს 10-წუთიანი საჩვენებელი ბლოკი წარუდგინეს, ხოლო რაც შემდეგ დინამო არენაზე მოხდა სრული სიგიჟე იყო - უცხოელმა სპორტსმენებმა საოცრებები მოახდინეს, ურთულეს და უძნელეს ილეთებს საოცარი სიზუსტით და მოხერხებულობით ასრულებდნენ. სტუმარ რაიდერებს შორის იყვნენ stunt Riding-ის რუსეთის ჩემპიონი და freestyle- ში მსოფლიო ჩემპიონები.

"მოტო მანია" დაგეგმილზე ბევრად დიდხანს გაგრძელდა, "დინამო არენაზე" შეკრებილი მაყურებელი ემოციებს ვერ მალავდა.

იხილეთ ფოტოგალერეა adami.ge-ზე

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე