loader

მზადება რეკორდისთვის - Auto bild-ის ავტოშოუზე მძლეოსანი სამ მანქანას კბილებით დაძრავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მზადება რეკორდისთვის - Auto bild-ის ავტოშოუზე მძლეოსანი სამ მანქანას კბილებით დაძრავს

ჟურნალ Auto bild-ის მიერ ორგანიზებულ ავტოშოუზე 19 წლის მძლეოსანი გურამ უსტიაშვილი ავტომობილების კბილებით გაწევაში მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად ემზადება. რეკორდის დამყარებამდე გურამ უსტიაშვილმა მეტეხის ხიდზე დღეს წინასარეკორდო ჩვენება გამართა, ერთმანეთზე თოკებით გადაბმული სამი ავტომანქანა კბილებით დაძრა.

როგორც გურამ უსტიაშვილი აცხადებს, ის მსოფლიოში პირველია, რომელმაც ერთდროულად 3 ავტომობილის დაძვრა შეძლო. ჟურნალ "აუტო ბილდის" ტრადიციული ავტოშოუ 5 ოქტომბერს, მეტეხის ხიდზე, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.

დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ, გაეცნონ ანტიკვარულ, ხელნაკეთ, სპორტულ და ოფროუდის ავტომობილებს; ასევე, ისარგებლონ სპეციალურად თბილისობისთვის გაკეთებული ფასდაკლებით ახალ ავტომობილებზე. სპეციალურად ავტოშოუსთვის, საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაცია და მოტო-კლუბი მოაწყობენ გრანდიოზულ სანახაობას, დრიფტ-შოუს.

მძლეოსანი გურამ უსტიაშვილი ავტომობილების კბილებით გაწევაში მსოფლიო რეკორდს, პროგრამის ფარგლებში, 15.00 საათზე დაამყარებს.