loader

პელე საქართველოში - ვიზიტის ორგანიზატორი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პელე საქართველოში - ვიზიტის ორგანიზატორი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს

საქართველოში "ბრაზილიის სახლის" თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი, ფეხბურთის ლეგენდის, პელეს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას ურუგვაის, არგენტინის, ბრაზილიის და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებები მიიღებენ და ის მსოფლიო ფეხბურთის 150 წლის და ქართული ფეხბურთის 110 წლისთავს მიეძღვნება.

მისივე განმარტებით, ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა სამივე ქვეყანამ, თუმცა ქართული მხარისგან ჯერჯერობით პასუხი მიღებული არ არის. პრესკონფერენციას ესწრებოდა პედრო კაბრალ დე სილვა ჯუნიორსიც, რომელიც ბრაზილიური მხარის წარმომადგენელია. მისი თქმით, პელეს მხრიდან გამოთქმულია მზადყოფნა, რომ ჩამოვიდეს საქართველოში, თუმცა ამისთვის ქვეყნის თანადგომაა საჭირო.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად