loader

"თბილისი მარათონი 2013" - "ირბინე ჯანმრთელობისთვის და ქველმოქმედებისთვის" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თბილისი მარათონი 2013" - "ირბინე ჯანმრთელობისთვის და ქველმოქმედებისთვის"

კრის და მარტინა კრისტოფერინები გერმანიიდან არიან. წყვილი ფილარმონიასთან "თბილისი მარათონში" დასარეგისტრირებლად მოვიდა. რეგისტრაცია გაიარეს, პირადი ნომერიც აიღეს და საერთაშორისო მარათონში მონაწილეობის მისაღებად მზად არიან.

"ირბინე ჯანმრთელობისთვის და ირბინე ქველმოქმედებისთვის" - ამ სლოგანით მიმდინარე "თბილისი მარათონში" უკვე 1500-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა.

ტრადიციად ქცეულ მარათონში როგორც ქართველი, ისე უცხოელი მონაწილეები იასპარეზებენ. 26 ოქტომბერს, დილის 09:00 საათზე, თბილისის ზღვაზე ელოდებიან ყველას, ვინც ჯანმრთელი ცხოვრების წესის და ქველმოქმედების მომხრეა.