loader

18 წლის ძიუდოსტი ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

18 წლის ძიუდოსტი ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!

ბექა ღვინიაშვილმა (90) ლიუბლიანაში მიმდინარე ჩემპიონატზე ყველა მეტოქე დაჯაბნა და ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

გორელი ფალავანი 26 ოქტომბერს 18 წლისა ხდება და საკუთარ თავს საუკეთესო საჩუქარი თავადვე გაუკეთა.

ღვინიაშვილმა, სლოვაკი არპად სზაკაცი, რუსი რამაზან მალსიგენოვი, არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი მიჰაილ მარჩიტანი, ნახევარფინალში პოლონელი პატრიკ ციჩომსკი და ფინალში ყაზახი სამატ იესენი, ბეჭებით გააკრა ტატამს.

ძიუდოისტი წლეულს ევროპის ჩემპიონიც გახდა ანუ ახლანდელი წარმატებით სეზონში დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ევროპირველობის მსგავსად, ფინალი ახლაც შებოჭვით მოიგო.

www.sportall.ge