loader

ზაზა ფაჩულიას ბრწყინვალე გამარჯვება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზაზა ფაჩულიას ბრწყინვალე გამარჯვება

ზაზა ფაჩულია შეუჩერებელია. ზედიზედ მეორე მატჩში ის თავის გუნდში საუკეთესო ხდება და თუ ასე გააგრძელებს, სეზონის საუკეთესო მე-6 მოთამაშის (სათადარიგოს) პრიზსაც დაიმსახურებს. თუმცა, ეს შეიძლება იმის გამო არ მოხდეს, რომ ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში აინაცვლოს, რადგან ამას ზაზა ნამდვილად იმსახურებს.

სეზონის პირველ მატჩში ფაჩულიამ ორმაგი დუბლი (13 ქულა, 11მოხსნა) შეასრულა, 2 ნოემბერს გამთენიისას კი ამ შედეგის გამეორებამდე 1 მოხსნა დააკლდა, თუმცა მთლიანობაში ზაზა, "ბოსტონთან" უფრო შედეგიანი იყო. ქართველმა ცენტრმა 20 ქულა მოაგროვა, რაც NBA-ში ქართველი კალათბურთელისთვის მართლაც გამორჩეული შედეგია.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, "მილუოკიმ" მოიგო და ამაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ ფაჩულიას მიუძღვის. 

ფაჩულიას ზუსტი საჯარიმეობის შემდეგ "მილუოკი" საფინალო სირენამდე 44 წამით ადრე დაწინაურდა, ხოლო დარჩენილ დროში დემორალიზებული ბოსტონელები საბოლოოდ დაამარცხა - 105:98.

ფაჩულიამ საჯარიმო სროლებში პირადი რეკორდი დაამყარა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 10-ივე საჯარიმო ჩააგდო, რაც NBA-ში დღესდღეობით ნებისმიერი ცენტრისთვის კი არა, კალათბურთელისთვის საოცნებო შედეგია.

ზაზამ 29 წუთს ითამაშა და 10 საჯარიმოსთან ერთად 10-დან 5 ორქულიანი ჩააგდო. 20 ქულასა და 9 მოხსნასთან ერთად ფაჩულიამ 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა, ბურთი კი არც ერთხელ არ დაუკარგავს.  

www.sportall.ge