loader

ევგენი პლუშჩენკო რთული ოპერაციის შემდეგ ყინულზე დაბრუნდა და პირველი ტურნირი მოიგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევგენი პლუშჩენკო რთული ოპერაციის შემდეგ ყინულზე დაბრუნდა და პირველი ტურნირი მოიგო

ცნობილი მოციგურავე, ოლიმპიური თამაშების ტრიუმფატორი, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ევგენი პლუშჩენკო ძლიერი ტრავმის შემდეგ ყინულზე დაბრუნდა. მან ზურგზე რთული ოპერაცია გადაიტანა და თითქმის 10 თვის განმავლობაში ტურნირებში მონაწილეობას ვერ იღებდა. ოპერაციის შემდეგ მისი ჯანმრთელობა ჯერჯერობით მთლიანად არ არის აღდგენილი, ამიტომ სპორტსმენს გამაყუჩებლების გაკეთება უწევს.

პლუშჩენკომ რიგაში არც თუ დიდად ცნობილ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. მოკლე პროგრამის შემდეგ ევგენი ლიდერთა შორის აღმოჩნდა, ხოლო თავისუფალი პროგრამის შემდეგ მან საბოლოოდ დაამტკიცა, რომ კონკურენტებს შანსი არ ჰქონდათ. ყველას აინტერესებდა, მოახერხებდა თუ არა მოციგურავე თავისი ცნობილი ნახტომის - 4 ბურნის შესრულებას. პლუშჩენკომ დავალებას თავი უშეცდომოდ გაართვა.