loader

შვედეთი-პორტუგალია 2:3 - რონალდოს და იბრაჰიმოვიჩის მატჩი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შვედეთი-პორტუგალია 2:3 - რონალდოს და იბრაჰიმოვიჩის მატჩი

ორი მატჩი შვედებთან, ორი გამარჯვება და ყველაფერი თავის ადგილზეა.

პორტუგალიელებმა შეძლეს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში პლეი-ოფის ორივე შეხვედრის მოგება (1:0, 3:2). ოთხივე გოლი კი კრიშტიანომ გაიტანა, რის შემდეგაც ის გაუთანაბრდა პედრო პაულეტას, ეროვნულ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობით (47).

19 ნოემბერს გამართულ საპასუხო მატჩში მასპინძელთაგან დუბლით ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი გამოირჩა, თუმცა რონალდოს ჰეთ-თრიქთან ეს არასაკმარისი აღმოჩნდა.

იბრაჰიმოვიჩი და რონალდო - ორმატჩიან დუელში გასული ექვსივე გოლი ამ ორ დიდ მოთამაშეზე მოდის - მეტი რა ექნათ? დანარჩენი მუნდიალზე. სამწუხაროდ, იბრას გარეშე; სამაგიეროდ, რონალდოთი.

აბა, ბრაზილიაში პორტუგალიის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატი გაგონილა?

იხილეთ მატჩის მიმოხილვა sportall.ge-ზე