loader

ელვირა თოდუა - რუსეთის ნაკრების მეკარე, რომელსაც ქართველები არ უყვარს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ელვირა თოდუა - რუსეთის ნაკრების მეკარე, რომელსაც ქართველები არ უყვარს

ეს გოგონა წარმოშობით საქართველოდანაა. ელვირა თოდუა რუსეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მეკარეა. მას არა მხოლოდ ნაკრების ხუთ ულამაზეს ფეხბურთელს შორის ასახელებენ, არამედ ერთ-ერთ ულამაზეს სპორტსმენადაც მიიჩნევენ. გარდა გარეგნული მონაცემებისა, რასაკვირველია, პროფესიონალიზმის გამოც სცემენ პატივს - ელვირა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ არის აღიარებული.

სპორტსმენი წარმოშობით ტყვარჩელიდან არის და ომის შემდეგ აღმოჩნდა რუსეთში. 1986 წლის 13 იანვარს დაიბადა. ტყვარჩელში შვიდ წლამდე ცხოვრობდა. ომის გამო მოუხდა აფხაზეთის დატოვება და აღმოჩნდა ყუბანში. იქვე დაიწყო ფეხბურთის თამაში, ასპარეზობდა სხვადასხვა გუნდში.

ამჟამად კლუბ ''როსიანკაში'' თამაშობს, 2003 წლიდან ნაკრების მთავარი მეკარეა და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატია. რამდენჯერმე მოიპოვა რუსეთის საუკეთესო მეკარის წოდება და რუსეთის ჩემპიონობა.

"მე ქართველი არ ვარ, თუმცა ხშირად ასე მომიხსენიებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ქართული გვარია. სინამდვილეში თოდუა მეგრული გვარია, ეროვნება კი პასპორტში აფხაზი მიწერია. თუმცა, პრინციპში, ეს ერთი ხალხია - ქართველები, მეგრელები, აფხაზები. ასე რომ, თუ ვინმე ძალიან დაიჟინებს, არა, შენ ქართველი ხარო, - არ ვიუარებ. როგორც უნდათ, ისე იფიქრონ. თუმცა ქართველები არ მიყვარს. ყველა მონათესავე ხალხებიდან ისინი ყველაზე ამბიციურები, უფრო ცბიერები არიან. თუმცა, რა თქმა უნდა, ეროვნება არაფერ შუაშია. ყველგან არიან კარგი და ცუდი ადამიანები" - ამბობს ელვირა ერთ-ერთ ინტერვიუში.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ინტერვიუ Reitingi.ge-ზე

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე