loader

ქარიმ ბენზემამ შუა თამაშში ფოტოების გადაღება დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქარიმ ბენზემამ შუა თამაშში ფოტოების გადაღება დაიწყო

სენსაციური შედეგი დაფიქსირდა ქალაქ შატივაში, სადაც "ოლიმპიკ დე შატივამ" მადრიდის "რეალის" შემოტევებს გაუძლო და ნულოვან ფრეს მიაღწია.

"სამეფო კლუბმა" მესამე ლიგის ბინადართან თითქმის ძირითადი შემადგენლობით ითამაშა, მაგრამ მასპინძელთა კარის აღება ვერც ახალგაზრდა (ხესე, მორატა, კაზემირო) და ვერც გამოცდილმა (ბენზემა, მოდრიჩი, დი მარია) ფეხბურთელებმა შეძლეს.

გარდა შედეგისა, აღნიშნულ შეხვედრაში ერთი სახალისო ფაქტიც დაფიქსირდა: როცა ბურთმა მოედნის ხაზი გადაკვეთა, ბურთის მოსატანად ქარიმ ბენზემა გაემართა და ამ დროს ტრიბუნაზე მყოფმა ქალბატონმა ის ფოტოს გადასაღებად გააჩერა, რასაც მასპინძელი გუნდის ფეხბურთელების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

www.sportall.ge