loader

ქართველი მესაზღვრე კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი მესაზღვრე კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) მესაზღვრე ხვიჩა ქოქუაშვილი კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მსოფლიო ჩემპიონატი თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა. ქართველი მესაზღვრე დედოფლისწყაროს სპორტულ გუნდ "ჩემპიონის" სახელით მონაწილეობდა.

23 წლის ხვიჩა ქოქუაშვილი ყველაზე პრესტიჟულ წონით კატეგორიაში (86 კგ) ასპარეზობდა. მან აშკარა უპირატესობით ოთხი ბრძოლა მოიგო, აქედან სამი - ნოკაუტით. ქართველმა მესაზღვრემ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები და აღიარებული ლიდერი კიკბოქსინგელები - დანიელი, თურქი, ალჟირელი და ხორვატი სპორტსმენები დაამარცხა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე