loader

სეტყვა და თოვლი სტამბულში "გალათასარაი"-"იუვენტუსის" მატჩის დროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სეტყვა და თოვლი სტამბულში "გალათასარაი"-"იუვენტუსის" მატჩის დროს

"გალათასარაისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირებას ჯგუფიდან "რეალთან" ერთად გამსვლელი გუნდის ვინაობა უნდა გაერკვია და მატჩი, შესაბამისად, დაძაბულად დაიწყო, მაგრამ მე-15 წუთიდან "გალას" არენაზე თოვლი და სეტყვა ერთად წამოვიდა და თანაც, ისეთი ინტენსივობით, რომ 32-ე წუთისთვის ფეხბურთის თამაში შეუძლებელი გახდა.

მანამდე პორტუგალიელმა არბიტრმა პედრო პროენსამ ნარინჯისფერი ბურთი მოითხოვა; მერე კი, როცა მთელი მოედანი თეთრად გადაიპენტა, ფეხბურთელები გასახდელში შერეკა.

პროენსა მატჩის გადადებას არ აპირებდა, მაგრამ როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, თურქები ასეთი პირობებისთვის აბსოლუტურად მოუმზადებლები აღმოჩნდნენ. სტადიონის პერსონალმა ხაზების ადგილების გაწმენდა კი დაიწყო, მაგრამ სპეციალური ტექნიკის გარეშე ეს პროცესი დროში ძალიან იწელებოდა და თანაც, არც თოვა წყდებოდა და არც სეტყვა.

პროენსა მოედანზე გამოდიოდა, საფარს ამოწმებდა, თავს გადააქნევდა და ისევ კატაკომბებში უჩინარდებოდა, 20-წუთიანი ლოდინის შემდეგ კი გადაწყვეტილება მიიღო: მატჩი გადადო!

უეფას წესების მიხედვით, გამოსავალი ორია: შეხვედრა ან 11 დეკემბერს უნდა შედგეს (თუ ამინდმა და პირობებმა გუნდებს ამის საშუალება მისცა), ანაც თავისუფალ დღეს, რომელსაც, თუ ეს საჭირო გახდა, სპეციალური კომისია დანიშნავს.

ასე იქნება თუ ისე, ფაქტი ის არის, რომ მატჩი თავიდან კი არ დაიწყება, არამედ 32-ე წუთიდან გაგრძელდება.

www.sportall.ge